ბალერინა

ბალერინა

Tuesday, September 6, 2016


უცნაური ვარსკვლავი


იყო და არა იყო რა. იყო ერთი უცნაური ვარსკვლავი. ეს ვარსკვლავი სულ მოგზაურობდა სხვადასხვა პლანეტაზე. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ვარსკვლავი მიადგა ერთ-ერთ პლანეტას, სახელად დედამიწას.
ვარსკვლავმა დედამიწას გადახედა და რა დაინახა: ულამაზესი მთები, უმშვენიერესი ტყეები და მდინარეები, უზარმაზარი ზღვები და ოკეანეები, უძლიერესი ქვეყნები, უჭკვიანესი დედამიწის მაცხოვრებლები, იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა დარჩენილიყო.
გავიდა ხანი. დედამიწის მცხოვრებლებმა მას მთვარე შეარქვეს. მთვარე მათ ღამე უნათებდა, მზე კი - დილით. ასე მორიგეობით ანათებდნენ მთვარე და მზე დედამიწას.
ერთ დღეს მთვარეს დილით ამოსვლა მოუნდა და ამოვიდა კიდეც.
-შენ ღამით უნდა ამოხვიდე, - უთხრა მზემ მთვარეს.
-არა, მე უნდა ამოვიდე დილით, შენ კი ღამით, - უპასუხა მთვარემ.
-რა ვქნა, - უპასუხა მზემ, - ვერ გადაგაფიქრებინებ, ასე იყოს, ერთს გეტყვი, რაც მოუვა დედამიწას, შენს თავს დააბრალე.

მთვარეს გაუხარდა.
რამდენიმე თვის შემდეგ დედამიწაზე ყველამ მოიწყინა. ყველაფერი შეიცვალა. ადამიანები ღამით გამოდიოდნენ, რადგან ღამე უფრო თბილი იყო, ვიდრე დღე. მთვარე მიხვდა თავის შეცდომას და ღამით მზესთან ერთად ამოვიდა.
მზემ ჰკითხა:
-შენ ხომ დილით უნდა ამოსულიყავი?
მთვარემ უპასუხა:
-მართალი იყავი. მე ღამით უნდა ამოვიდე და შენ დილით.
ასე დამთავრდა ჩვენი მთვარის ამბავი.
მაგრამ მთვარეს ხანდახან მაინც მოუნდება, რომ დღის შუქზე გადახედოს მშვენიერ დედამიწას. ამ დროს ყველას შეუძლია შეამჩნიოს ცაზე მთვარე.

ლუკა გოგუა 



No comments:

Post a Comment